სასმენი აპარატის მორგება

Hearing House
2 min readApr 22, 2021

--

თქვენი პერსონალური სასმენი აპარატი

სასმენი აპარატის რეგულირება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ამ ინდივიდუალურ პროცესში, მოწყობილობა ერგება თქვენს სმენის დაქვეითებას, თქვენი ყურის ფორმასა და თქვენს სმენის ჩვევებს.

სასმენი აპარატის გაცნობა

სმენის სპეციალისტი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას: როგორ უნდა გაიკეთოთ და გამოიყენოთ მოწყობილობა და აკონტროლოთ ხმის სიმაღლე. ის, აგრეთვე, აგიხსნით მოხმარების წესებს: როგორ გამოცვალოთ ელემენტები, როგორ გაწმინდოთ და გააშროთ მოწყობილობა. და ბოლოს, თქვენ გაიგებთ უფრო მეტს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს სასმენი აპარატი განსხვავებულ სმენით სიტუაციებში. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ თქვენი ახალი სასმენი აპარატი სახლში წაიღოთ.

პირველი დღეები ახალი სასმენი აპარატით

პირველი დღეების განმავლობაში, თქვენ უნდა გაიცნოთ თქვენი ახალი სასმენი აპარატი. უპირველეს ყოვლისა, ყოველდღე რამდენიმე საათით უნდა ატაროთ სასმენი აპარატი ნაცნობ გარემოცვაში. ამ დროს, შესაძლოა ბევრი რამ უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ. ყველაზე კარგი საშუალება ახალი სმენითი შეგრძნებების შესასწავლად არის ტელევიზორის ყურება ან ადამიანებთან საუბარი. თქვენი საკუთარი ხმა შესაძლოა უცნაური ან ზედმეტად ხმამაღალი მოგეჩვენოთ, ვინაიდან, შესაძლოა გამოგიმუშავდათ ზედმეტად ხმამაღლა საუბრის ჩვევა საკუთარი ხმის გასაგონებლად. ივარჯიშეთ, ისაუბროთ უფრო ხმადაბლა. ჩაიწერეთ თქვენი გამოცდილებები — ეს დაეხმარება სმენის სპეციალისტს ზუსტად დაარეგულიროს თქვენი აპარატი.

საბოლოო რეგულირება სმენის პროფესიონალის მიერ

ახლა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაუზიაროთ სმენის სპეციალისტს პირველი შთაბეჭდილებები, რის საფუძველზეც, სასმენი აპარატს თქვენი ყველაზე სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად დაგირეგულირებენ. სპეციალისტი პასუხს გასცემს ყველა თქვენს შეკითხვას და მოგცემთ ზოგად რჩევებს. ამ შეხვედრაზე სასმენი აპარატი შესაძლოა მოირგოთ ისე, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ და უკეთ გაიგოთ საუბარი.

ახლა, თქვენ შედიხართ ფაზაში, როდესაც ყოველდღიურად შეძლებთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. გამოიყენეთ სასმენი აპარატი ყოველდღე რამდენიმე საათით. არ იჩქაროთ. თანდათან ისწავლით, როგორ გამოიყენოთ სასმენი აპარატი საუკეთესოდ და მალე, შეძლებთ, მისით სრულად ისიამოვნოთ.

--

--

Hearing House

Phonak Georgia, this is the first pediatric center, where we offer full hearing assessment